ლილიტი და სებასტიანი პრესტიჟული წყვილია, ხელშეუხებლები, რომელთა დაშორებაც წარმოუდგენელი გახლდათ. შურით გარშემორტყმული წყვილის ურთიერთობა მუდამ მტკიცე იყო, რამოდენიმე წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაოჯახდნენ და პატარა ბავშვის მოლოდინში ახალი სახლის დეკორირება დაამთავრეს. მათი ურთიერთობა ოცნებას ჰგავდა, აი ისეთზე ყველა, რომ ოცნებობს, ბავშობაში, თინეიჯერობასა თუ ზრდასრულობაში. მაგრამ... ყველა ისტორიაში არის "მაგრამ" და მათი "მაგრამ" სწორედ მაშინ იწყება, როდესაც ლილიტი ერთ დილასაც გაიღვიძებს, ფეხებზე სისველით.